,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/2377
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2008-10-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-11-04
სარეგისტრაციო კოდი
300.310.000.22.024.012.312
,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.22.024.012.312

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1–1/2377

2008 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულების (სსმ III, 2008 წ., №53, მუხ. 610) მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინფორმაცია პირველი განაცხადის შემოტანის, საბუთების მიღების ბოლო ვადისა და აუქციონის ჩატარების თარიღის შესახებ ქვეყნდება ცენტრალურ პრესაში.“

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  ე. შარაშიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია