„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
61
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-03-13
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-17
სარეგისტრაციო კოდი
280.090.000.10.003.001.005
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №61

2008 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

,,სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება ,,სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წ., №5, მუხლი 35) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ წესსა და პრინციპებს დაემატოს 41 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 41. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლების შეზღუდვა და ზედმეტად მიღებულის ლეგალიზაცია

1. თუ ამ წესისა და პრინციპების მე-4 მუხლით განსაზღვრული პირი ერთდროულად არის ერთზე მეტი სტატუსის მქონე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოეშობა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება ერთზე მეტი საფუძვლით, პირს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვს მხოლოდ ერთი საფუძვლით – მისივე არჩევით.

2. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება არ აქვთ ორგანიზებულად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

3. 2008 წლის 1 აპრილამდე, მიუხედავად ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულისა, მოქალაქეთა მიერ არასწორად მიღებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის თანხები ჩაითვალოს კანონიერად. ამავდროულად, კომპეტენტური ორგანოს მიერ მოქალაქეთათვის 2008 წლის 1 აპრილამდე დაკავებული თანხები არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია