სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.012.245
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №228
2008 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 1 ივლისის №531 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 1 ივლისის №531 ბრძანება.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია