,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობრივი სარგოების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
225
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-30
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.027.012.229
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობრივი სარგოების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.027.012.229

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №225

2008 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის      2008 წლის 18 იანვრის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №12 (სსმ III, 18.01.2008 წ., №7, მუხ. 82) ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის (სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის გარდა) საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი №1, დანართი №3).“.

2. ბრძანების დანართი №2 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.

ნ. გვარამია

კრებსითი — სრული ვერსია