(ძალადაკარგულია - 02.05.18 №300)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2008 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 142 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკა (დანართი №1).
2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის პირადობის მოწმობის ნიმუში (დანართი №2).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.
ნ. გვარამია
შეტანილი ცვლილებები:
1. ყოველდღიური საზაფხულო ფორმა
დამცავი ნაცრისფერ ლამპასიანი მუქი ლურჯი ფერის შარვალი, მუქი ლურჯი ფერის ქუდი, ნაცრისფერი მოკლესახელოებიანი პერანგი, მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. ყოველდღიური საგაზაფხულო -საშემოდგომო ფორმა
დამცავი ნაცრისფერ ლამპასიანი მუქი ლურჯი ფერის შარვალი, მუქი ლურჯი ფერის ქუდი, მუქი ლურჯი ფერის სვიტერი, მუქი ლურჯი ფერის მოკლე ქურთუკი, ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
3. ყოველდღიური ზამთრის ფორმა
დამცავი ნაცრისფერ ლამპასიანი მუქი ლურჯი ფერის შარვალი, მუქი ლურჯი ფერის ქუდი, მუქი ლურჯი ფერის სვიტერი, მუქი ლურჯი ფერის დათბუნებული ქურთუკი, ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი). წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
4. სპეციალური ფორმა
შავი ფერის საველე ქურთუკი, შავი ფერის საველე შარვალი, შავი ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შავი ფერის კეპი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
5. აღსრულების პოლიციის წოდებების ნიშნები
ა) იუსტიციის პოლკოვნიკი
სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, სამი ვარსკვლავი (მცირე);
ბ) იუსტიციის ვიცე - პოლკოვნიკი
სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი (მცირე);
გ) იუსტიციის მაიორი
სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სტილიზებული ორნამენტი, ერთი დიდი ვარსკვლავი;
დ) იუსტიციის კაპიტანი
სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ოთხი ვარსკვლავი (მცირე);
ე) იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი
სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სამი ვარსკვლავი (მცირე);
ვ) იუსტიციის ლეიტენანტი
სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ორი ვარსკვლავი (მცირე);
ზ) იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი
სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ერთი ვარსკვლავი (მცირე);
თ) იუსტიციის ზემდეგი
სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ერთი ოქროსფერი ფართო ზოლი;
ი) იუსტიციის უფროსი სერჟანტი
სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), სამი ოქროსფერი ზოლი (მცირე);
კ) იუსტიციის სერჟანტი
სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ორი ოქროსფერი ზოლი (მცირე);
ლ) იუსტიციის უმცროსი სერჟანტი
სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი), ერთი ოქროსფერი ზოლი (მცირე);
მ) იუსტიციის რიგითი
სამხრე – ლურჯი ფერის სამხრე (მანჟეტი).
სამკლაური ემბლემა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №185-სმმIII, №132, 13.10.2010წ., მუხ.1914
აღსრულების პოლიციის ავტომანქანების ექსტრერიერის ფერითი დიაზაინი
|