„ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2008-09-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-16
სარეგისტრაციო კოდი
300.280.000.16.009.012.192
„ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.192

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №21

2008 წლის 18 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ

მომხმარებელთა უფლებების დაცვის, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესრულებისას წარმოქმნილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და 462 მუხლის შესაბამისად, ვადგენთ:

1. გამანაწილებელი ქსელის 380/220 ვ. ძაბვაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურში შედის ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო და ხარჯი (სრული ტექნოლოგიური ციკლი) ელექტროენერგიის აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელსაწყოს (მრიცხველის) ჩათვლით (გარდა ამ დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

2. გამანაწილებელი ქსელის 380/220 ვ. ძაბვაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 1 კვტ. მისაერთებელ სიმძლავრეზე დღგ-ის ჩათვლით, განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) 0 კვტ-დან და 6 კვტ-ის ჩათვლით - 0 ლარი;

ბ) 6 კვტ-დან 20 კვტ-ის ჩათვლით - 20 ლარი;

გ) 20 კვტ-დან 50 კვტ-ის ჩათვლით - 70 ლარი;

დ) 50 კვტ-დან 100 კვტ-ის ჩათვლით - 120 ლარი;

ე) 100 კვტ-დან ზევით - 170 ლარი.

3. გამანაწილებელი ქსელის 380/220 ვ. ძაბვაზე მისაერთებელი სიმძლავრის ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთებისას, ამ მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიიდან, არსებულ გამანაწილებელ ქსელამდე 100 მ-ზე ზევით ქსელის გაყვანის შემთხვევაში, სხვაობას იხდის მომხმარებელი. ასევე ამ მომხმარებლის მიერ უნდა ანაზღაურდეს მისი მოხმარების, ინდივიდუალური აღრიცხვის სამფაზა მრიცხველის ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მომხმარებლის მიერ ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გადასახდელი ასევე წარმოადგენს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურს.

4. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 13 მარტის №7 დადგენილება (სსმ III, 20.03.2008წ., №42, მუხლი 483).

5. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია