,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №2 ვაკისა და №8 დიდუბის საარჩევნო ოლქებში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
41/2008
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2008-09-18
გამოქვეყნების თარიღი
2008-10-17
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.15.008.012.183
,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №2 ვაკისა და №8 დიდუბის საარჩევნო ოლქებში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.012.183

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №41/2008

2008 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №2 ვაკისა და №8 დიდუბის საარჩევნო ოლქებში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის �თ� ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

��� მუხლი 1

დამტკიცდეს საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) დანართის შესაბამისად.

 

მუხლი11.

�დამტკიცდეს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დაქირავებული დამხმარე და ტექნიკური პერსონალის შრომის ანაზღაურების ხარჯთაღრიცხვა დანართის შესაბამისად.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №44/2008� - სსმ III, №144, 01.10.2008 წ., მუხ.1445

��� მუხლი 2

ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის გამოყოფილი თანხები ჩაირიცხება საქართველოს ორგანული კანონი �საქართველოს საარჩევნო კოდექსის� 34-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის თანახმად გახსნილ ანგარიშებზე ბანკებში.

��� მუხლი 3

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ოლქებისათვის გამოყოფილი თანხების ჩარიცხვა მათ მიმდინარე ანგარიშებზე უზრუნველყოს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 45 დღისა.

 

მუხლი 31.

აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული ფულადი სახსრების განაწილება შესაძლებელია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსის� 35-ე მუხლის პირველი პუნქტის �დ� ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში�.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №49/2008 - სსმ III, №153, 20.10.2008 წ., მუხ.1516

��� მუხლი 4

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა�მართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მისი მიღებიდან 1 კალენ�დარული დღის ვადაში.

��� მუხლი 5

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №44/2008� - სსმ III, №144, 01.10.2008 წ., მუხ.1445

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №49/2008 - სსმ III, №153, 20.10.2008 წ., მუხ.1516

დანართი

საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა)

 

№

ოლქის №

ოლქის�� დასახელება

გადაზიდვის ხარჯები

საოლქო ხარჯები

უბნის ხარჯები

უბნების რაოდენობა

სულ ოლქი

 

 

 

 

 

 

 

 

1

2

3

4

5

6

7

8

1

2

ვაკე

1000

4500

250

72

23500

2

8

დიდუბე

1000

4500

250

57

19750

3

სულ

 

 

 

 

 

43250

 

დანართი

საოლქო კომისიების მიერ დაქირავებული დამხმარე და ტექნიკური პერსონალის სახელფასო ფონდი

 

საარჩევნო ოლქი

რაოდენობა თითო ოლქში

თვიური სარგო

სულ 2 თვე და 20 დღე

№2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისია

8

 

400

 

8534.40

0.00

№8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისია

8

 

400

 

8534.40

0.00

სულ

 

 

16

 

 

 

17068.80

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №44/2008� - სსმ III, №144, 01.10.2008 წ., მუხ.1445

კრებსითი — სრული ვერსია