,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
702
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2008-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-12
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.012.163
,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.163

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №702

2008 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007, №169, მუხ. 1871) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №3-ში (ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები) ბიუჯეტის შემოსულობების საშემოსავლო გადასახადის სახის განმსაზღვრელ სახაზინო კოდებს დაემატოს სახაზინო კოდი „1013“ და მისი დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან – 1013“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია