,,საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 3 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი
2008-09-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-11
სარეგისტრაციო კოდი
110.060.010.39.036.012.156
,,საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 3 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.012.156

საქართველოს გენერალური პროკურორის

 ბრძანება № 2

2008 წლის 8 სექტემბერი

ქ . თბილისი

,, საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 3 აგვისტოს № 11 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,, პროკურატურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -7 მუხლის მე -6 პუნქტის ,, ო “ ქვეპუნქტისა და ,, ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის 36- ე მუხლის   შესაბამისად ,  ვბრძანებ :

მუხლი 1. ,, საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 3 აგვისტოს № 11 ბრძანებაში   ( სსმ III, 2006 წელი , № 104, მუხ . 1404) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები :

1. ბრძანების მე -4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი :

,,4 1 . დამტკიცდეს პროკურატურის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების ,  სამსახურებრივი მოწმობებისა   და დოკუმენტაციის ჩაბარების   დამადასტურებელი აქტის ფორმა ( დანართი № 5).“.

2. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის მე -11 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,3. პროკურატურის მუშაკი ვალდებულია პროკურატურიდან დათხოვნიდან 5 დღის ვადაში გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტში წარადგინოს პროკურატურის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების , სამსახურებრივი მოწმობებისა და დოკუმენტაციის ჩაბარების   დამადასტურებელი აქტი ( დანართი № 5) პროკურატურის ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით . აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ პროკურატურის მუშაკთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშ - სწორება .“.

   3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი № 4- ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი № 5:

 

გენერალური პროკურორის

მოვალეობის შემსრულებელი გ.ლაცაბიძე

კრებსითი — სრული ვერსია