სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.012.134
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №484
2008 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №176, მუხ. 2415) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების 321 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხისა (როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პერსონალისათვის) და სტრუქტურული ქვედანაყოფების ტაბელის მომზადება“.
2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი