,,ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №221 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
229
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-10-17
გამოქვეყნების თარიღი
2007-10-18
სარეგისტრაციო კოდი
450.160.000.10.003.000.870
,,ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №221 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №229

2007 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №221 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლისა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესა­ხებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესა­ბამისად, „ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბილისში არსე­ბუ­­ლი კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუ­შაოების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის №221 დადგენილებაში (სსმ III, №142, მუხლი 1569) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალის­წი­ნე­ბული საქმიანობის ნებართვები, რომელთა გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, გაიცეს საქართველოს კულტურის, ძეგ­ლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია