„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
671
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2008-08-20
გამოქვეყნების თარიღი
2008-08-21
სარეგისტრაციო კოდი
230.020.020.22.033.012.120
„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.012.120

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №671

2008 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2327) „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ” ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ინსტრუქციის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული აქციზური საქონლის მარშრუტი

1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე აქციზური სა­ქონ­­­ლის გადაადგილება უნდა განხორციელდეს მხო­ლოდ შემდეგი საბაჟო გამშვები პუნქტების მიმარ­თულებით:

ა) „ყაზბეგი”;

ბ) „წითელი ხიდი”;

გ) „სადახლო”;

დ) „გარდაბანი”;

ე) „სარფი”;

ვ) „ვალე”;

ზ) ფოთისა და ყულევის პორტები;

თ) „ბათუმის პორტი”;

ი) „თბილისის აეროპორტი.“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალის­წინე­ბული შეზღუდვა არ ვრცელდება განსაკუთრებული პირობების არსებობისას. განსაკუთრებულ პირობებად ითვლება:

 ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა) ან/და მათი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება;

ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვის ან/და საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადების ან/და მასობრივი არეულობის ან/და გაფიცვისას სატრანსპორტო საშუა­ლე­ბის გადაადგილების შეფერხება;

 გ) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაზიანება, რომლის შედეგად არანაკლებ ერთი კალენდარული დღით მაინც იზღუდება სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენი­ლი მარშრუტით.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია