,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
226
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-10-17
გამოქვეყნების თარიღი
2007-10-18
სარეგისტრაციო კოდი
010.240.020.10.003.000.867
,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №226

2007 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №70, მუხლი 624) დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში შეტანილ იქნეს ცვლილება და 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მთავრობის სხდომის აუდიოჩანაწერისა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი სტენოგრამის წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება განხორციელდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია