,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესისა და სახელმწიფო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
191
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-07-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-18
სარეგისტრაციო კოდი
010.290.000.22.027.012.052
,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესისა და სახელმწიფო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.290.000.22.027.012.052

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება № 191

2008 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ( პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესისა და სახელმწიფო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის „უ.გ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და 21-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების თანდართული წესი (დანართი №1).

2. დამტკიცდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის ფორმა (დანართი №2).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია  - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 18 ივნისის ბრძანება №103 - ვებგვერდი, 18.06.2012 წ.

                                                                                                                                               დანართი №1

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ( პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი

    მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესს.

    მუხლი 2

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.

2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეობის, მიგრაციისა და რეგისტრაციის სამმართველო.

    მუხლი 3

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრის ფორმა (დანართი №2) უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) სახელწოდება;

ბ) იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი);

გ) ხელმძღვანელი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები);

დ) რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;

ე) რეგისტრაციის თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის დასახელება და ნომერი;

ვ) შენიშვნა.

    მუხლი 4

1. რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას) ენიჭება შესაბამისი სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც ის შედის სახელმწიფო რეესტრში. სარეგისტრაციო ნომერი მიეთითება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) სარეგისტრაციო მოწმობაში. სარეგისტრაციო ნომერი განისაზღვრება რიგითობის მიხედვით.

2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) თაობაზე მონაცემები (ამონაწერი) გაიცემა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) სახელმწიფო რეესტრიდან.

                                                                                                                                           დანართი №2

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების)

სახელმწიფო რეესტრის ფორმა

 

№

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) სახელწოდება

 

იურიდიული მისამართი (ადგილ-სამყოფელი)

 

 

ხელმძღვანელი და წარმომადგენ -ლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები)

 

 

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

რეგისტრაციის თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის დასახელება და ნომერი

  შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია