,,ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
221
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-17
სარეგისტრაციო კოდი
450.160.000.10.003.000.862
,,ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №221

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:

1. ქ. თბილისის მერიას მიენიჭოს ქ. თბილისის ტერი­ტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე (გარდა არქეოლოგიურ ძეგლებსა და საკულტო-რელიგიური დანიშნულების ობიექტებზე) სამუშაოების ნებართვის გაცემის, შესრულებული სამუშაოების შუალე­დური და საბოლოო ანგარიშებისა და სამუშაოთა მიღების სანებართვო პირობების კონტროლის უფლება­მოსილება.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №277- სსმIII, №180, 20.12.2007წ., მუხ.1984

2. კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის საკითხის განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მერიაში შექმნილ სათათბირო ორგანოს.

21. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალის­წი­ნე­ბული საქმიანობის ნებართვები, რომელთა გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, გაიცეს საქართველოს კულტურის, ძეგ­ლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №229- სსმIII, №145, 18.10.2007წ., მუხ.1624

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №229- სსმIII, №145, 18.10.2007წ., მუხ.1624

2.საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №277- სსმIII, №180, 20.12.2007წ., მუხ.1984

კრებსითი — სრული ვერსია