სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.046
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №607
2008 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში სპეციალური წოდებისათვის დანამატის მიღების უფლებით სარგებლობენ შემოსავლების სამსახურის უფროსი და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი გარანტიები ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემის მოსამსახურეებზე, ამავე კანონით განსაზღვრული ოდენობების და წესის შესაბამისად.
5. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №911 - სსმ III, №178, 15.12.2008 წ., მუხ.1813
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №786 - სსმ III, №147, 30.11.2009 წ., მუხ.1733
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №911 - სსმ III, №178, 15.12.2008 წ., მუხ.1813
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №786 - სსმ III, №147, 30.11.2009 წ., მუხ.1733
3. ძალადაკარგულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №258 - სსმ III, №33, 31.01.2010 წ., მუხ.546
დანართი
დანამატები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდებებისათვის
| სახელმწიფო სპეციალური წოდება | დანამატი სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის (ლარი) |
| გენერალ-მაიორი | 100.00 |
| პოლკოვნიკი | 70.00 |
| ვიცე-პოლკოვნიკი | 60.00 |
| მაიორი | 50.00 |
| კაპიტანი | 40.00 |
| უფროსი ლეიტენანტი | 30.00 |
| ლეიტენანტი | 25.00 |
| უმცროსი ლეიტენანტი | 20.00 |