,,საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
601
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2008-07-15
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-17
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.012.034
,,საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.012.034

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №601

2008 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

,,საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანებით დამტკიცე-ბულ ,,საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციაში“ (სსმ III, 13.05.05, №56, მუხლი 618) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის ,,ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე.გ) სახაზინო სამსახური.“.

2. მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) საგადასახადო ორგანო _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრები (საგადასახადო ინსპექციები)/საგადასახადო ინსპექციები.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია