,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
550
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2008-06-27
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-02
სარეგისტრაციო კოდი
200.010.000.22.033.011.965
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.011.965

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №550

2008 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №176 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებაში“ (სსმ III, 29.02.08, №32, მუხლი 337) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-15 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათ შორის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის შესაბამისად სამართალდარღვევის ოქმების შედგენა და ამავე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში სანქციის ადგილზე შეფარდება;“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია