საქართველოს მთავრობის
დადგენილება №211
2007 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემმუშავებელი უწყებათაშორისი კომისიის შესახებ
1. საქართველოში გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის სახელმწიფო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინების მიზნით შეიქმნას გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემმუშავებელი უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარე
თამარ ბერუჩაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
თინათინ ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ნიკოლოზ გვარამია – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე
დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
ვახტანგ ლეჟავა – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
გიორგი მანჯგალაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
მაკა მდივანი – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი
ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ეკატერინე შარაშიძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №240- სსმIII, №152, 30.10.2007წ., მუხ.1689
2. კომისიამ უზრუნველყოს:
ა) ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი, სამინისტროების პოლიტიკასა და პროგრამებში გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინება;
ბ) გენდერულ პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხების (როგორიცაა: ტრეფიკინგი და ოჯახური ძალადობა) განხილვა, არსებული მდგომარეობის შესწავლა, სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და აღნიშნულ სფეროებში მთავრობის მიერ განსახორციელებელი სამოქმედო გეგმების მონიტორინგი;
გ) პერიოდულად საკანონმდებლო ორგანოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მოწვევა კომისიის შეხვედრებში მონაწილეობისათვის გენდერულ საკითხებში მათი გამოცდილების გაზიარების მიზნით.
3. ეთხოვოთ სამინისტროებს მათ უწყებებში გენდერული თანასწორობის საკითხების პასუხისმგებელი პირის დანიშვნა, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება კომისიის წევრი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. კომისიის სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ კომისიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, რომელიც ამტკიცებს კომისიის სამუშაო გეგმას, იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს უჭერს სხდომის დამსწრეთა ორი მესამედი.
5. კომისია საქმიანობას წყვეტს საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №240- სსმIII, №152, 30.10.2007წ., მუხ.1689