სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.080.11.004.011.881
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №10
2008 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
„მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის 3 მაისის №12 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2007 წლის 3 მაისის №12 დადგენილება „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 2 ივნისიდან.
თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი დ. ამაღლობელი