„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
130/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-06-02
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.011.873
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.873

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №130/ნ

2008 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით (სსმ III, 2003 წ., №9; მუხლი 86) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის “ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მაიონიზირებელი რადიაციის ზემოქმედება (რადიაქტიური იზოტოპები, რენტგენის სხივები); სხივური ავადმყოფობა“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) ეპილეფსიური სინდრომი ან ეპილეფსიური დაავადება კრუნჩხვითი ან/და არაკრუნჩხვითი გულყრებით, რაც მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას ანტიკონვულსანტებით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ)“.

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ.ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ.ფ) ტიპი 1 – შაქრიანი დიაბეტი (უვადოდ)“.

4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ.ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ.ქ) „შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ან სხვა ტიპის დიაბეტი, მეტაბოლურ სინდრომთან ასოცირებული ან მეტაბოლური სინდრომის გარეშე, გართულებული ცალკეულ ან რამდენიმე ორგანოთა სისტემის (გულსისხლძარღვთა, ნერვული, შარდის გამომყოფი, მხედველობის, კუჭ-ნაწლავის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და სხვა) მხრივ დაზიანებით, ორგანოთა გამოხატული ფუნქციური უკმარისობით (5 წლის დაკვირვების შემდეგ – უვადოდ)“.

5. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან სმენაჩლუნგობა II-III ხარისხის“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია