სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.22.024.011.852
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/849
2008 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნის (საფოსტო მარკის) ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 09.06.2006 წლის №351 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ“ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. 2008 წლის 5 ივნისიდან გაშვებული იქნეს მიმოქცევაში საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშანი (საფოსტო მარკა) შემდეგი ტირაჟითა და ნომინალით – ,,საქართველოს მწვერვალი – უშბა“ – 1 მარკა; ავტორი: ბ. გაგნიძე; ბეჭდვა: ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალი 30 თეთრი; რაოდენობა: 100 000 ცალი; მარკის ზომები: 38X30მმ.
მარკა № 446
საქართველოს მწვერვალი – უშბა
2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ე. შარაშიძე