,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ..დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
273
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-05-22
გამოქვეყნების თარიღი
2008-05-23
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.026.011.842
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ..დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.011.842

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №273

2008 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ,,სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ..დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III 24.11.2005, №136 მუხ.1515) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ქვეყნის სამხედრო ბაზებში არსებული ვადაგასული, გამოუყენებელი საბრძოლო მასალების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის:

ა.ა) მიღებისთანავე მეორადი პროდუქციის მიხედვით დახარისხება;

ა.ბ) ღირებულების წინასწარი საექსპერტო შეფასების ორგანიზება;

ა.გ) უტილიზაცია;

ა.დ) რეალიზება.“

მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფე-ბის უფროსები და შემსრულებლები.

მუხლი 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია