,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
143
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-05-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-05-08
სარეგისტრაციო კოდი
100.070.000.22.027.011.819
,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.011.819

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №143

2008 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

„მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებით (სსმ III, 1999 წ., №72(79), მუხ. 1099) დამტკიცებულ „მკაცრი რეჟიმის დაწესე-ბულების დებულებაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების მოსამსახურეებს, გარდა დირექტორის პირველი მოადგილისა, მოადგილისა და დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის უფროსისა;“

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

1. დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე დაწესებულების დირექტორის წარდგინებით.

2. დირექტორის პირველი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში, თუ კანონით ან შესაბამისი სპეციალური აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილის დაქვემდებარებაში არიან დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები, კადრების ინსპექტორები.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

კრებსითი — სრული ვერსია