საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №131/ნ
2008 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
დანართი
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა
თავი I
პროგრამის ანოტაცია
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების (WFME – სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია) შესაბამისი დონის ექიმი სპეციალისტების მომზადება.
მუხლი 2. პროგრამის ამოცანა
პროგრამის ამოცანაა 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადება.
მუხლი 3. პროგრამის კომპონენტები
პროგრამა შედგება 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადების კომპონენტისგან.
მუხლი 4. პრობლემის აღწერა
ექიმის სპეციალისტად ჩამოყალიბების პროცესის უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება), ხოლო ექიმის, როგორც სპეციალისტის, პროფესიული კომპეტენციის სრულყოფა მისი პრაქტიკული საქმიანობის მთელ პერიოდში გრძელდება უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის გზით. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დამთავრების შედეგად საექიმო საქმიანობის მაძიებელი იძენს იმ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის გასახორციელებლად. დიპლომისშემდგომი განათლების ფორმა – რეზიდენტურა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. აღნიშნული პროცესის უზრუნველყოფისა და საკადრო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ფინანსურად უზრუნველყოფს 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებულ რეზიდენტთა მზადების ადმინისტრირებას.
მუხლი 5. განხორციელების მეთოდოლოგია
1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამას ახორციელებს, მართავს და მონიტორინგს აწარმოებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი.
2. დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნით 2008 წელს გათვალისწინებულია 168 600 (ას სამოცდარვა ათას ექვსასი) ლარი, რომელიც ნაწილდება თანდართული ცხრილი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 7. განხორციელების ვადები
პროგრამა ხორციელდება 2008 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 8. პროგრამის შედეგები
პროგრამის მოსალოდნელი შედეგია:
2008 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაკვეთით სარეზიდენტო მზადებას დაასრულებს 58 რეზიდენტი, ხოლო სარეზიდენტო მზადებას გააგრძელებს 74 რეზიდენტი.
თავი II
2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადების კომპონენტი
მუხლი 9. კომპონენტის ამოცანები
კომპონენტის ამოცანებია:
ა) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სტანდარტებისა და შესრულებული სამუშაოს ყოველთვიური ანგარიშის საფუძველზე დადგენილი წესით დაფინანსების უზრუნველყოფა;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული (დიპლომის მქონე) პირის დახელოვნება შესაბამის საექიმო სპეციალობაში და კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება შესაბამისი პროფილის კლინიკაში (როგორც სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ) რეზიდენტის პრაქტიკული მუშაობის გზით;
გ) რეზიდენტურაში მზადების პერიოდში რეზიდენტის მიერ წარმოებული პრაქტიკული საქმიანობის მეთვალყურეობის უზრუნველყოფა სათანადო კვალიფიკაციის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირის მიერ და ანგარიშების მომზადება.
მუხლი 10. კომპონენტის განხორციელების გეგმა
ა) სარეზიდენტო მზადების პროგრამ-დირექტორებთან შეთანხმებით რეზიდენტთა მზადების ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკების (როტაციების გრაფიკი) მომზადების უზრუნველყოფა;
ბ) კლინიკებში რეზიდენტთა მზადების მონიტორინგის უზრუნველყოფა;
გ) მზადების შუალედური შეფასების უზრუნველყოფა;
დ) კურსდამთავრებული რეზიდენტების მომზადების დონის საბოლოო შეფასების უზრუნველყოფა.
მუხლი 11. კომპონენტის მოსარგებლეები
კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული 132 რეზიდენტის მზადების დაფინანსება. 2008 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაკვეთით სარეზიდენტო მზადებას დაასრულებს 58 რეზიდენტი, ხოლო სარეზიდენტო მზადებას გააგრძელებს 74 რეზიდენტი.
მუხლი 12. კომპონენტის განხორციელების მეთოდოლოგია
1. რეზიდენტები მზადებას გაივლიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული პროგრამების შესაბამისად.
2. კომპონენტს ახორციელებს, მართავს და მონიტორინგს აწარმოებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი.
3. კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩასატარებლად სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 13. ბიუჯეტი
კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და ამ მიზნით 2008 წელს გათვალისწინებულია 168 600 (ას სამოცდარვა ათას ექვსასი) ლარი (ცხრილი №2).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №216/ნ - სსმ III, №148, 09.10.2008წ., მუხ.1473
ცხრილი № 1
პროგრამის ბიუჯეტი
|
№ |
კომპონენტი |
ბიუჯეტი (ლარებში) 2008 წელი |
|
1. |
2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადების კომპონენტი |
168 600
|
|
|
მ.შ. კომპონენტის განხორციელების, მართვისა და მონიტორინგის ხარჯები შრომის ანაზღაურების ჩათვლით |
17 000 |
|
სულ: |
168 600 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №216/ნ - სსმ III, №148, 09.10.2008წ., მუხ.1473
ცხრილი № 2
2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მზადებია ხარჯთაღრიცხვა
(იანვარი – დეკემბერი)
|
№ |
ხარჯების დასახელება |
იანვარი |
თებერვალი |
მარტი |
აპრილი |
მაისი |
ივნისი |
ივლისი |
აგვისტო |
სექტემბერი |
ოქტომბერი |
ნოემბერი |
დეკემბერი |
სულ |
|
1 |
რეზიდენტების რაოდენობა (თვის დასაწყისში) |
132 |
91 |
91 |
87 |
87 |
87 |
86 |
75 |
75 |
74 |
74 |
74 |
|
|
2 |
რეზიდენტების რაოდენობა (საშუალოდ თვეში – დამთავრების შემდეგ) |
107 |
91 |
91 |
87 |
87 |
87 |
81 |
75 |
75 |
74 |
74 |
74 |
|
|
3 |
რეზიდენტების სტიპენდია |
3638 |
3094 |
3094 |
2958 |
2958 |
2958 |
2754 |
2550 |
2550 |
2516 |
2516 |
2516 |
34102 |
|
4 |
ლოკალური ხელმძღვანელების ანაზღაურება |
7597 |
6461 |
6461 |
6177 |
6177 |
6177 |
5751 |
--- |
5325 |
5254 |
5254 |
5254 |
65888 |
|
5 |
პროგრამ-დირექტორების რაოდენობა |
40 |
33 |
33 |
33 |
33 |
33 |
33 |
--- |
33 |
32 |
32 |
32 |
|
|
6 |
პროგრამ-დირექტორების ანაზღაურება |
4240 |
3498 |
3498 |
3498 |
3498 |
3498 |
3498 |
--- |
3498 |
3392 |
3392 |
3392 |
38902 |
|
7 |
სხვა საქონელი და მომსახურება |
1108 |
1100 |
1100 |
1100 |
1100 |
1100 |
1100 |
1000 |
1000 |
1000 |
1000 |
1000 |
12708 |
|
|
მათ შორის: |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ოფისის ხარჯი |
708 |
700 |
700 |
700 |
700 |
700 |
700 |
600 |
600 |
600 |
600 |
600 |
7908 |
|
|
კომუნალური ხარჯები |
400 |
400 |
400 |
400 |
400 |
400 |
400 |
400 |
400 |
400 |
400 |
400 |
4800 |
|
|
სულ: |
16583 |
14153 |
14153 |
13733 |
13733 |
13733 |
13103 |
3550 |
12373 |
12162 |
12162 |
12162 |
151600 |
|
|
მ.შ. კომპონენტის განხორციელების, მართვისა და მონიტორინგის ხარჯები შრომის ანაზღაურების ჩათვლით |
17000 |
||||||||||||
|
|
კომპონენტის ბიუჯეტი |
168600 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №216/ნ - სსმ III, №148, 09.10.2008წ., მუხ.1473