,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
128
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-24
სარეგისტრაციო კოდი
010.240.020.22.027.011.786
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.011.786

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №128

2008 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემა თანდართული ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №298 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ნ. გვარამია

 

დანართი №1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემა (ლოგოტიპი) წარმოდგენილია გრაფიკული ნიშნით, რომელზეც ოვალურ ფორმაში გამოსახულია შემდეგი სიმბოლოები: სასწორი – სამართლიანობის სიმბოლო, რომელიც ემყარება წიგნს – კონსტიტუციის, ზოგადად კანონთა კრებულის გამოხატულებას, ხოლო კანონიერებისა და სამართლიანობის გამარჯვების სიმბოლოებად დაფნის წნული და გვირგვინია წარმოდგენილი.

 

ფერები: ლურჯი, თეთრი, ოქროსფერი.

კრებსითი — სრული ვერსია