(ძალადაკარგულია - 04.02.2021, №24)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება N364
2008 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის ბრძანება №235-სსმIII, №48, 21.04.2009წ., მუხ.543
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №465 - ვებგვერდი, 31.12.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №483 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 2 თებერვლის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 02.02.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №483 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
1. დამტკიცდეს დანართი №1 და დანართი №2-ით წარმოდგენილი ბუღალტრული ანგარიშგების ფორმები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის ბრძანება №235-სსმIII, №48, 21.04.2009წ., მუხ.543
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №447 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 2 თებერვლის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 02.02.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №465 - ვებგვერდი, 31.12.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №483 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №196 - ვებგვერდი, 26.08.2020წ.
11. ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ფორმებით, იხელმძღვანელონ ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებულმა ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებულმა/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა/არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა, თუ ისინი არიან შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციები (შემდგომში –„ორგანიზაციები“).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის ბრძანება №235-სსმIII, №48, 21.04.2009წ., მუხ.543
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 2 თებერვლის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 02.02.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №483 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
2. პერიოდული და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება მომზადდეს დანართი №1-ის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის ბრძანება №235-სსმIII, №48, 21.04.2009წ., მუხ.543
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №447 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №427 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 2 თებერვლის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 02.02.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №483 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
2 1. პერიოდული ანგარიშგების მომზადების შემთხვევაში, დანართი №1-ის შესაბამისად ბუღალტრული ანგარიშგება მზადდება – 1 აპრილის, 1 ივლისის, 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ხოლო წლიური ბუღალტრული ანგარიშგების მომზადების შემთხვევაში - საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის ბრძანება №235-სსმIII, №48, 21.04.2009წ., მუხ.543
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №427 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №483 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
3. (ამოღებულია - 31.12.2014, N427).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის ბრძანება №235-სსმIII, №48, 21.04.2009წ., მუხ.543
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №447 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
31. (ამოღებულია - 31.12.2014, N427).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის ბრძანება №235-სსმIII, №48, 21.04.2009წ., მუხ.543
33. (ამოღებულია - 30.12.2015, №465).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 2 თებერვლის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 02.02.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №465 - ვებგვერდი, 31.12.2015წ.
34. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის შესაბამისად, ორგანიზაციებმა ბუღალტრული ანგარიშგებები წარუდგინონ ადგილობრივი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საფინანსო ორგანოებს, მათ მიერ დადგენილ ვადებში, ხოლო საფინანსო ორგანოებმა მოამზადონ ერთიანი მუნიციპალური და ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ბუღალტრული ანგარიშგება და წარადგინონ დანიშნულებით, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების მიერ განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადებში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 2 თებერვლის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 02.02.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №465 - ვებგვერდი, 31.12.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №483 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
35. ადგილობრივი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საფინანსო ორგანოებმა, მუნიციპალიტეტების ერთიანი მუნიციპალური და ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების 2020 წლის და ყოველი შემდგომი წლის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფორმები ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ის შესაბამისად, წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №196 - ვებგვერდი, 26.08.2020წ.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური