საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №23/2008 2008 წლის 16 აპრილი ქ. თბილისი |
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტების, მე-18 მუხლის 53 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1 დამტკიცდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია დანართის შესაბამისად. მუხლი 2 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე . |