სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.805
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №26/2008
2008 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-9 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ საკითხზე საარჩევნო კომისიებისათვის მიმართვის უფლება აქვს ცესკოში რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს.
მუხლი 2.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე