,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
108
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-04-14
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-15
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.22.027.011.748
,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.011.748

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №108

2008 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის                 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებით (სსმ III, 30.03.2007წ., №44, მუხ. 496) დამტკიცებულ იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ რეესტრში, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელი;“.

2. მე-13 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;“.

    მუხლი 2

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

კრებსითი — სრული ვერსია