,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17/2008
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2008-04-03
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-04
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.15.008.011.719
,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.719

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №17/2008

2008 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. ცესკო კენჭისყრის გარეშე, განკარგულებით ცნობად იღებს საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებში პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრთა გადადგომის, გარდაცვალების ან სხვა მიზეზის შემთხვევაში მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რის შემდგომაც პარტიას ეძლევა ახალი წევრის დანიშვნის უფლება.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის № 1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                           ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი                                                                                      გ. მჭედლიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია