„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
293
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2008-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-31
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.033.011.653
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.033.011.653

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №293

2008 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულებაში (სსმ III, 29.11.07, №169, მუხლი 1880) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-13 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სამინისტროს და მისი სისტემის საჯარო მოსამსახურეთათვის მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემოწმება;“;

ბ) დებულების მე-13 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება და დასკვნაში ასახვა.“ .

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია