,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8/2008
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2008-03-25
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-27
სარეგისტრაციო კოდი
010.190.030.15.008.011.639
,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.15.008.011.639

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №8/2008

2008 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 �საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე� დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტში� შეტა-ნილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომის მომდევნო დღის 18 საათამდე.�.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ������ �ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი����������������� გ. მჭედლიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია