,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
192
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2008-02-25
გამოქვეყნების თარიღი
2008-02-29
სარეგისტრაციო კოდი
230.190.030.22.033.011.548
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.190.030.22.033.011.548

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №192

2008 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში (სსმ III, 25.08.04წ., №91, მუხ. 785) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის და აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის შექმნის წესი და დებულებები განისაზღვრება და მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტებით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 მარტიდან.

ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია