სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.011.525
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №227
2008 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უბნის ინსპექტორთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უბნის ინსპექტორთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 16 ნოემბრიდან.
ი. მერაბიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება № 900-სსმIII,№140,29.10.2010წ.,მუხ.2009
2 . ძალადაკარგულია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკმებრის ბრძანება № 990 - ვებგვერდი, 31 .12.2013 წ.