,,2007/08 სასწავლო წლისათვის სახელწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №139 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
180
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-03
სარეგისტრაციო კოდი
460.210.000.10.003.000.821
,,2007/08 სასწავლო წლისათვის სახელწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №139 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №180

2007 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

,,2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის  2007 წლის 11 ივლისის №139 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №139 დადგენილებას (სსმ III, 2007 წელი, №101, მუხ. 1102) დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,10. სტუდენტების დაფინანსება, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას, მოპოვებული ქულების მიხედვით ამ დადგენილების მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით დაფინანსდებიან 132,000 ლარის ფარგლებში შემდეგ ოდენობათა დაცვით:

ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 30,000 ლარი;

ბ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა – 30,000 ლარი;

გ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის საშუალო ოდენობა – 30,000 ლარი;

დ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიმალური ოდენობა – 42,000 ლარი.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ზ. ნოღაიდელი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია