„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
150
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2008-02-15
გამოქვეყნების თარიღი
2008-02-20
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.033.011.510
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.033.011.510

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №150

2008 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 ნოემბრის №1242 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულებაში“ (სსმ III, 29.11.07წ. №169, მუხლი 1880) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსპექციის სტრუქტურას“;

ბ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ1“ ქვეპუნქტი:

,,მ1) ამტკიცებს ინსპექციის საშტატო ნუსხას“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია