„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
147
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2008-02-15
გამოქვეყნების თარიღი
2008-02-20
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.033.011.507
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.011.507

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №147

2008 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულებაში“ (სსმ III, 05.03.07 წ., №29, მუხლი 348) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურას;“.

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“ ქვეპუნქტი:

,,ი1) ბიუჯეტით განსაზღვრული წლიური ხელფასის ფონდისა და საშტატო რიცხოვნების ფარგლებში შეიმუშავებს და ამტკიცებს სამსახურის ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხას;“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია