,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
106
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2008-01-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-02-07
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.011.471
,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.471

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №106

2008 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2334) დამტკიცებული ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ“ ინსტრუქციის პირველ მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,6. ელექტროენერგიის იმპორტის დროს საბაჟო ღირებულების ერთეულის ფასის მიხედვით განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფი.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი       ნ. გილაური

 

 

 

      

 

 

კრებსითი — სრული ვერსია