,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
57
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2008-01-18
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-22
სარეგისტრაციო კოდი
200.020.000.22.033.011.402
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.020.000.22.033.011.402

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №57

2008 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს  №550 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლე-ბამოსილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში (სსმ III, 25.08.04, №91, მუხ. 785) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახურის გამგებლობაში შეიქმნას შემდეგი საგადასახადო ორგანოები:

ა) ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია;

ბ) ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);

გ) რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);

დ) ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);

ე) ფოთის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);

ვ) გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);

ზ) თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);

თ) ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).

ი) ცხინვალის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 15 თებერვლიდან.

ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია