,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 6 ნოემბრის №313/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
32/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2008-01-18
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-23
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.035.011.386
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 6 ნოემბრის №313/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.011.386

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის       

ბრძანება №32/ნ

2008 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის   6 ნოემბრის №313/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 6 ნოემბრის №313/ნ ბრძანებით (სსმ III, 09.11.2007წ., №158, მუხ.1743) დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ. ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა, კვება, პირველადი სამედიცინო მომსახურებითა და სამკურნალო ღონისძიებებით უზრუნველყოფა“.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. პანსიონატის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ბენეფიციართა სოციალური სადღეღამისო მომსახურება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით განსაზღვრული ნორმების დაცვით.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოყვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია