„გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
168
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-08-16
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-21
სარეგისტრაციო კოდი
340.170.000.10.003.000.809
„გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №168

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

„გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „გარდამავალი პერიო­­დისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამი­ნისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებარ­თვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №97, მუხ­ლი 1095) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხ­ლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ნებართვის გამცემი ორგანო

ვეტერინარულ კონტროლს დაქვედებარებული პროდუქციის ტრანზიტისა და იმპორტის ნებართვისა და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებარ­თვის გაცემის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურ­სათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია