,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
39
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2008-01-14
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-27
სარეგისტრაციო კოდი
430.080.000.22.022.011.376
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.22.022.011.376

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №39

2008 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. რეორგანიზებულ იქნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები შემდეგი სახით:

ა) ქ. ოზურგეთის №6 საჯარო სკოლა-პანსიონი, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და ქ. ოზურგეთის №4 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, ქ. ოზურგეთის №4 საჯარო სკოლასთან ქ. ოზურგეთის №6 საჯარო სკოლა-პანსიონის მიერთების გზით;

ბ) (ამოღებულია);

გ)  (ამოღებულია);

დ)  (ამოღებულია).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 წლის 27 ივლისის ბრძანება №527 - სსმ III, 28.07.2009, №93, მუხ.980

2. რეორგანიზებულ იქნეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. წინუბანის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. დუისის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. დუისის საჯარო სკოლასთან ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. წინუბანის საჯარო სკოლის მიერთების გზით.

3. შეუწყდეთ უფლებამოსილება აღნიშნული ბრძანებით რეორგანიზებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს და არა უგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრამდე ჩატარდეს რეორგანიზებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს ახალი არჩევნები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. მიმინოშვილი

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2009 წლის 27 ივლისის ბრძანება №527 - სსმ III, 28.07.2009, №93, მუხ.980

კრებსითი — სრული ვერსია