,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
4
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2008-01-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-15
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.22.033.011.344
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.011.344

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №4

2008 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით (სსმ III, 03.08.2005, №91, მუხ. 1035) დამტიცებულ ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება და ნუსხის მე-2 პუნქტის ,,ჰ.ჰ.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჰ.ჰ.კ) უმაღლესი, სახელობო, საბაზო საფეხურის ზოგადი, სრული ზოგადი, ექსტერნატის ფორმით მიღებული სრული ზოგადი, საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ატესტატი, სერტიფიკატი;“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია