საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის №375 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის წესდებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2008-01-03
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-16
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.011.335
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის №375 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის წესდებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.335

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1

2008 წლის 3 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის №375 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის წესდებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ცვლილება შევიდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის №375 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის წესდების“ (სსმ III, 31.05.2007 წ., №76, მუხ. 819) მე-4 მუხლის პირველ პუნქტში და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო შედგება 18 წევრისაგან.“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 მ. მიმინოშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია