საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
53/2007
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2007-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-03
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.15.008.011.316
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.011.316

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №53/2007

2007 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრა­ლური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევ­ნებისათვის №44 ბერლინის საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციების შესრულება დაევალოს სპეციალურ ჯგუფს, რომლის 7 წევრს ნიშნავენ ის პოლიტიკური პარტიები, რომ­ლებსაც აქვთ საუბნო საარჩვენო კომისიის წევრების დანიშვნის უფლება, ხოლო 4 წევრს ირჩევს ცესკო განკარგულებით.

 მუხლი 2

№44 ბერლინის საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციების შემსრუ­ლებული სპეცჯგუფის დაკომპლექტების ბოლო ვადად განისაზღვროს ამ დადგენილების ძალაში შესვლის მომდევნო დღე.

    მუხლი 3

ამ დადგენილების მიღების მომენტისათვის პოლიტიკური პარტიების მიერ ცესკოში წარმოდგენილი გადაწყვეტილებები №44 ბერლინის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის შესახებ ჩაითვალოს სპეციალური ჯგუფის წევრად დანიშვნის გადაწყვეტილებად.

    მუხლი 4

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 5

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                           ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი                                                                     გ. მჭედლიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია