საქართველოს მთავრობის
დადგენილება №160
2007 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №239 - სსმ III, №176, 11.12.2008 წ., მუხ.1796
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, გამოეყოს სოხუმის ფილიალი და მის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №239 - სსმ III, №176, 11.12.2008 წ., მუხ.1796
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე სოხუმის ფილიალის ნაწილში.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №239 - სსმ III, №176, 11.12.2008 წ., მუხ.1796
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნად განისაზღვროს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახედ – უნივერსიტეტი.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №239 - სსმ III, №176, 11.12.2008 წ., მუხ.1796
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
5. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევამდე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №239 - სსმ III, №176, 11.12.2008 წ., მუხ.1796
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №239 - სსმ III, №176, 11.12.2008 წ., მუხ.1796
7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №239 - სსმ III, №176, 11.12.2008 წ., მუხ.1796