სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.22.023.011.286
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №1799
2007 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 5 ოქტომბრის №1469 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 5 ოქტომბრის №1469 ბრძანებით (სსმ III, 09.10.2007 წ., №140, მუხ. 1556) დამტკიცებულ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) აწყურის უბანი – 1000 მ3 საშეშე მერქანი;“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ჩანტლაძე