,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის თაობაზე“ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1788
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2007-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-21
სარეგისტრაციო კოდი
410.080.000.22.023.011.261
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის თაობაზე“ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.080.000.22.023.011.261

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №1788

2007 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის    7 დეკემბრის №512 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის თაობაზე“ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანებით (სსმ III, 12.12.05წ., №144 მუხ. 1602) დამტკიცებული დებულების №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №1

თევზსაჭერი ბადეების თვლების ზომა მოსაპოვებელი თევზის სახეობების მიხედვით:

თევზსაჭერი იარაღები

თვლის მინიმალური ზომები მმ-ში

თვლის მაქსიმალური ზომები მმ-ში

მოსასმელი ბადე კეფალისებრთა საჭერად

20

–

მოსასმელი ბადე სხვა თევზის საჭერად

12

–

თევზმახეები

12

–

ქისა ბადე ქაფშიის და ქარსალის საჭერად

6,5

–

ქისა ბადე სხვა თევზების საჭერად

12

 

ტრალის პელაგიური ვარიანტი – ქაფშიის და ქარსალის საჭერად

 

6,5

 

 

ტრალის პელაგიური ვარიანტი სხვა თევზების საჭერად

 

12

 

 

კონუსური ბადე

12

 

პარაშუტისებრი ბადე

12

 

მოსაყრელი ბადე (ჭილოფით, ე.წ. ლასპორი)

20

 

ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე)

20

 

სახლართი ბადე

28

 

სხვა თევზსარეწი იარაღები

12

 

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ჩანტლაძე

კრებსითი — სრული ვერსია