,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
354/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-12-18
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-20
სარეგისტრაციო კოდი
280.070.010.22.035.011.247
,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.011.247

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №354/ნ

2007 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 10.02.2006 წ., №19, მუხ. 241) მეორე პუნქტით დამტკიცებულ სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების დანიშვნის და გაცემის წესში (დანართი №2) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-10 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ თავის შესაბამისად, კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო ენიშნება ოჯახის შრომისუუნარო იმ წევრებს, რომლებსაც შრომისუუნარობა დაუდგინდათ მარჩენალის გარდაცვალებამდე. ამ თავის შესაბამისად, კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო აგრეთვე ენიშნება ოჯახის შრომისუუნარო იმ წევრებს, რომლებსაც შრომისუუნარობა დაუდგინდათ მარჩენალის გარდაცვალების შემდგომ პერიოდში, მარგამ ამავდროულად დოკუმენტურად დასტურდება, რომ იგი მომდინარეობს მარჩენალის გარდაცვალებამდე პერიოდიდან.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია